Thursday, March 9, 2017

დღის დასაწყისში გავიმეორეთ გავლილი მასალა, შევამოწმეთ ჩვენს მიერ ატვირთული მასალა. მოვისმინეთ,გავარჩიეთ და შევაფასეთ ტრენინგზე დასწრებულ მასწავლებლების პროექტები.განსაკუთრებით მომეწონა რამოდენიმე-"ატომიდან ატომამდე","ხალხური საკრავები" და "ელექტრული დენის ალტერნატიული წყაროები". ვფიქრობ, რომ პედაგოგებმა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები წამოწიეს და მოსწავლეებთან ერთად შეძლებენ ამ თემების გახსნას, ანალიზს და შეფასებას.
ზოგადად, ვთვლი,რომეს ტრენინგი ჩატარდა უმაღლეს დონეზე,რაც ქალბატონი ქეთევან ცერაძის დამსახურებაა. რაც შეეხება თვითონ ტრენინგის მასალას, ვფიქრობ, რომ აქ მიღებული ცოდნა აუცილებლად დამეხმარება მე ჩემს პედაგოგიურ და ზოგადად ცხოვრებისეულ პრაქტიკაში.

2 comments:

  1. ძალიან მომეწონა თქვენი პროექტის თემა. მართლაც საინტერესოა ის დემოგრაფიული მონაცემები, რომელსაც მოსწავლეები მარტივი კვლევის შემდეგ გამოკვეთენ.ვფიქრობ, ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევის, ანალიზის გაკეთების უნარები.
    გისურვებთ წარმატებებს!

    ReplyDelete
  2. მოვისმინე თქვენი პრეზენტაცია თქვენს პროექტზე "ქართველები-დაბერებული ერია?" ჩემი აზრით, თემა ძალიან მნიშვნელოვანია. ის, რის გაკეთებასაც აპირებთ ამ კვლევით, ძალიან მტკივნეული და აქტუალურია საქართველოსთვის.ვფიქრობ მოსწავლეები დაფიქრდებიან ამ საკითხებზე და საქართველოს მომავალში არ დატოვებენ ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად.გისურვებთ წარმატებებს!

    ReplyDelete