Thursday, March 9, 2017

დღის დასაწყისში გავიმეორეთ გავლილი მასალა, შევამოწმეთ ჩვენს მიერ ატვირთული მასალა. მოვისმინეთ,გავარჩიეთ და შევაფასეთ ტრენინგზე დასწრებულ მასწავლებლების პროექტები.განსაკუთრებით მომეწონა რამოდენიმე-"ატომიდან ატომამდე","ხალხური საკრავები" და "ელექტრული დენის ალტერნატიული წყაროები". ვფიქრობ, რომ პედაგოგებმა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები წამოწიეს და მოსწავლეებთან ერთად შეძლებენ ამ თემების გახსნას, ანალიზს და შეფასებას.
ზოგადად, ვთვლი,რომეს ტრენინგი ჩატარდა უმაღლეს დონეზე,რაც ქალბატონი ქეთევან ცერაძის დამსახურებაა. რაც შეეხება თვითონ ტრენინგის მასალას, ვფიქრობ, რომ აქ მიღებული ცოდნა აუცილებლად დამეხმარება მე ჩემს პედაგოგიურ და ზოგადად ცხოვრებისეულ პრაქტიკაში.

Sunday, March 5, 2017

ტრენინგის მე-8 დღეს გადავიმეორეთ წინა დღეების მასალა. ვისწავლეთ, როგორ იქმნება მოსწავლის ფასილიტაციის რესურსი. გადავახარისხეთდა სათაურები შეუცვალეთ ჩვენ ფოლდერში არსებული სათაურები. ბოლოს ვისწავლეთ და ვტვირთეთ პორთფოლიოები ჩვენ ბლოგზე.

Saturday, March 4, 2017

გავიმეორეთ წინა სატრენინგო დღეების მასალა. გავეცანით თუ როგორ უნდა იყოს გათვალისწინებული პროექტის დროს ყველა მოსწავლის საჭიროებები და გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა

Sunday, February 26, 2017

ტრენინგის მე-6 დღე

მეხუთე დღის მასალა კარგად გავიმეორეთ. შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციები,წინასწარ მოცემული ინსტრუქციების საფუძველზე. გავეცანით რამოდენიმე გეგმის ნიმუშსდა შეფასების რუბრიკებს.მივიღეთ საშინაო დავალება.

Saturday, February 25, 2017

დღეს სიღრმისეულად გავიხსენეთ ყველაფერი ის რაც ტრენინგების მეორე ეტაპზე გვქონდა გავლილი-ბლოგის შექმნის ყველა ელემენტი. ამიტომ, ვთვლი, რომ დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო.

Sunday, February 19, 2017

ტრენინგის მე-4 დღეს განვიხილეთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკიტხი. მათ შორის შეფასების სხვადასხვა მეტოდები. ვფიქრობ, რომ მაგათი ცოდნა დამეხმარემა ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში.ძალიან მომეწონა პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის ატვირტვის შესწავლა.კმაყოფილი ვარ დღევანდელი ტრენინგით.

Saturday, February 18, 2017

ტრენინგის მე3 დღე

გავეცანით,როგორ ხდება პროექტის გეგმის შედგენა და მუშაობა. ასევე გავიგეთ, როგორ ვსაზღვრავთ პროექტის მიზნებს, რაც ვფიქრობ, ძალიან დამეხმარება ზოგადად ნებისმიერი გაკვეთილის დაგეგმვაში.ასევე გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს.