Thursday, March 9, 2017

დღის დასაწყისში გავიმეორეთ გავლილი მასალა, შევამოწმეთ ჩვენს მიერ ატვირთული მასალა. მოვისმინეთ,გავარჩიეთ და შევაფასეთ ტრენინგზე დასწრებულ მასწავლებლების პროექტები.განსაკუთრებით მომეწონა რამოდენიმე-"ატომიდან ატომამდე","ხალხური საკრავები" და "ელექტრული დენის ალტერნატიული წყაროები". ვფიქრობ, რომ პედაგოგებმა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები წამოწიეს და მოსწავლეებთან ერთად შეძლებენ ამ თემების გახსნას, ანალიზს და შეფასებას.
ზოგადად, ვთვლი,რომეს ტრენინგი ჩატარდა უმაღლეს დონეზე,რაც ქალბატონი ქეთევან ცერაძის დამსახურებაა. რაც შეეხება თვითონ ტრენინგის მასალას, ვფიქრობ, რომ აქ მიღებული ცოდნა აუცილებლად დამეხმარება მე ჩემს პედაგოგიურ და ზოგადად ცხოვრებისეულ პრაქტიკაში.

Sunday, March 5, 2017

ტრენინგის მე-8 დღეს გადავიმეორეთ წინა დღეების მასალა. ვისწავლეთ, როგორ იქმნება მოსწავლის ფასილიტაციის რესურსი. გადავახარისხეთდა სათაურები შეუცვალეთ ჩვენ ფოლდერში არსებული სათაურები. ბოლოს ვისწავლეთ და ვტვირთეთ პორთფოლიოები ჩვენ ბლოგზე.

Saturday, March 4, 2017

გავიმეორეთ წინა სატრენინგო დღეების მასალა. გავეცანით თუ როგორ უნდა იყოს გათვალისწინებული პროექტის დროს ყველა მოსწავლის საჭიროებები და გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა