დღის დასაწყისში გავიმეორეთ გავლილი მასალა, შევამოწმეთ ჩვენს მიერ ატვირთული მასალა. მოვისმინეთ,გავარჩიეთ და შევაფასეთ ტრენინგზე დასწრებულ მასწავლებლების პროექტები.განსაკუთრებით მომეწონა რამოდენიმე-"ატომიდან ატომამდე","ხალხური საკრავები" და "ელექტრული დენის ალტერნატიული წყაროები". ვფიქრობ, რომ პედაგოგებმა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები წამოწიეს და მოსწავლეებთან ერთად შეძლებენ ამ თემების გახსნას, ანალიზს და შეფასებას.
ზოგადად, ვთვლი,რომეს ტრენინგი ჩატარდა უმაღლეს დონეზე,რაც ქალბატონი ქეთევან ცერაძის დამსახურებაა. რაც შეეხება თვითონ ტრენინგის მასალას, ვფიქრობ, რომ აქ მიღებული ცოდნა აუცილებლად დამეხმარება მე ჩემს პედაგოგიურ და ზოგადად ცხოვრებისეულ პრაქტიკაში.
Thursday, March 9, 2017
Sunday, March 5, 2017
Saturday, March 4, 2017
Sunday, February 26, 2017
ტრენინგის მე-6 დღე
მეხუთე დღის მასალა კარგად გავიმეორეთ. შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციები,წინასწარ მოცემული ინსტრუქციების საფუძველზე. გავეცანით რამოდენიმე გეგმის ნიმუშსდა შეფასების რუბრიკებს.მივიღეთ საშინაო დავალება.
Saturday, February 25, 2017
Sunday, February 19, 2017
Saturday, February 18, 2017
ტრენინგის მე3 დღე
გავეცანით,როგორ ხდება პროექტის გეგმის შედგენა და მუშაობა. ასევე გავიგეთ, როგორ ვსაზღვრავთ პროექტის მიზნებს, რაც ვფიქრობ, ძალიან დამეხმარება ზოგადად ნებისმიერი გაკვეთილის დაგეგმვაში.ასევე გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს.
Saturday, February 11, 2017
ტრენინგის პირველი დღე
ტრენინგის პირველი დღით კმაყოფილი ვარ. გავეცანი ინტელის ძირითად კურსს. ტრენინგის გავლაში მეხმარება გზამკვლელი, რომლის ხმარება ვისწავლე პირველ მეცადინეობაზე. ასევა შევკმენი პორტფოლიოს საქაღალდე, რომელიც დაგვეხმარება ამ ტრენინგზე მუშაობის დროს. გავეცანი რამოდენიმე პროექტს. ვფიქრობ, რომ მათი განხილვა დამეხმარება მომდევნო მუშაობაში.
Subscribe to:
Posts (Atom)